პირადი ქოუჩი

გიორგი თუმანიშვილი

20 წლიანი გამოცდილება 
მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და კომპანიებში

Time Management Tumanishvili დრო მენეჯმენტი თუმანიშვილი

დროის მენეჯმენტი და პროდუქტიულობის ზრდა

იმისათვის რომ განახორციელო ჩანაფიქრები, აუცილებელია ის დრო, რომელიც ყველას თანაბრად გვაქვს 24/7 ჭკვიანურად დაგეგმო.
დროის მენეჯმენტი, ერთი შეხედვით საკმაოდ ადვილი კონცეფცია ჩანს. მარტივია დროისა და განხორციელების გეგმის ფურცელზე ან ფაილში დაწერა, მაგრამ საკმაოდ რთულია მისი რეალობაში მოყვანა და განხორციელება.
მე დაგეხმარებით, იმ უნიკალური, რეალურად მოქმედი უნარჩვევების და ტექნიკების შეძენაში, რომლებიც დროის უმოკლეს მონაკვეთში მიგიყვანთ წარმატებისაკენ – სწორად დაგეგმვის, პროდუქტიულობის ზრდისა და ჩანაფიქრების ასრულებისკენ.
სპეციალურად თქვენთვის – შევადგენ კვირის დღეებზე გადანაწილებულ ყოველდღიურ რუტინას, რომელიც დაგეხმარებათ მიზნების ეფექტურად მიღწევაში.

სად და რა ვისწავლოთ?

თანამედროვე სამყაროში ყოველდღიურად იზრდება იმ სასწავლო რესურსებისა და დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც გვთავაზობენ ძირითად და დამხმარე განათლებას. რესურსების სიმრავლესთან ერთად იზრდება მისი ხარისხის კონტროლის სირთულე. ძალიან ხშირად ადამიანი შეიძლება დაიბნეს თუ სად ისწავლოს და კონკრეტულად რა ისწავლოს. უფასო რესურსი გამოიყენოს თუ გადაიხადოს სწავლების საფასური?
მე დაგეხმარებით, ინდივიდუალური სტრატეგიის შექმნაში, თუ სად არის უკეთესი კონკრეტული განათლების მიღება და ასევე აგიხსნით რატომ.
ჩემთან ერთად თქვენ მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმავთ ძირითად და დამატებითი განათლების მიღების სტრატეგიას, რაც დაგიზოგავთ დროს და ფინანსებს.

learning
profession tumanishvili პროფესია თუმანიშვილი

პროფესიის შერჩევა

ხშირად, როდესაც პროფესიის არჩევის წინაშე დგას ადამიანი, რეალურად მის მაგივრად პროფესიას სხვა ადამიანები ურჩევენ – მშობლები, ახლობლები ”სიკეთის მსურველი ადამიანები”. პროფესიის შერჩევისას, ეს ადამიანები ძირითადად გამოდიან საკუთარი თვალთახედვიდან, თუ რამ შეიძლება მოუტანოს ამ ადამიანს სტაბილური ფინანსური სარგებელი. სხვების მიერ პროფესიის შერჩევის დროს, მიუხედავად მათი კეთილი ზრახვებისა, შეიძლება უგულვებელყოფილი იყოს მოზარდის ნიჭი, მისი მისწრაფებები, ბავშვობის ოცნებები და უბრალოდ ის, თუ რისი კეთება მოსწონს ამ ადამიანს.
მე დაგეხმარებით იმ ძირითადი მიმართულებების შერჩევაში, რომელთა კეთებაც მოგიტანთ ბედნიერებასა და ჰარმონიას. მოგიყვებით თითოეული თქვენთვის საინტერესო პროფესიის სპეციფიკურ მხარეების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ, როგორც საქართველში ისე მის ფარგლებს გარეთ. უმაღლესი განათლების სფეროში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში ჩემი 20+ წლიანი გამოცდილებით გაგიზიარებთ რომელ უნივერსიტეტებში ჯობია კონკრეტული პროფესიის დაუფლება და აგიხსნით რატომ ვთვლი ასე. შეგიდგენთ გზამვლევს, რომელიც დაგეხმარებათ გააზრებული არჩევანის გაკეთებაში.

რატომ უნდა ამირჩიოთ მე?

ინდივიდუალური მიდგომა და წარმატების გარანტია!
1000+ კმაყოფილი კლიენტი და 100+ კომპანია

პერსონიფიცირებული მიდგომა

თითოეული შეხვედრა ემსახურება - თქვენი ინდივიდუალური მიზნების მიღწევას

20 + წლიანი გამოცდილება

ჩემი გამოცდილება მოიცავს 10+ ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კომანიებში მუშაობას

დრო და ფინანსები

ის რაზეც თქვენ შეიძლება წლები დახარჯოთ, ერთად - რამოდენიმე საათში მივაღწევთ

რას ამბობენ კლიენტები ჩემ შესახებ?

ყოველთვის ვიცოდი თუ რა მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მიმეღწია სასურველისათვის, რადგან ყოველდღიურად ათასი ხელისშემშლელი ფაქტორი იჩენდა თავს.
გიორგისგან გავიგე იმ უნიკალური მიდგომების შესახებ, რომელსაც ის იყენებდა და ჩვენ ერთად შევიმუშავეთ ჩემთვის ყოველდღიური რუტინა.
დღეს უკვე ნამდვილად ვიცი, როგორ მივაღწიო ჩანაფიქრს და რა დრო დამჭირდება ამისათვის.
ანნა ნოვაკ
Apple Inc (California, USA)
გიორგისთან რამოდენიმე შეხვედრაში ნათელი წარმოდგენა შემექმნა განათლების სფეროში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე. ჩვენ ერთად შევარჩიეთ ის უნივერსიტეტი, რომელშიც შემდგომ მივიღე უმაღლესი განათლება. დღეს მე უკვე სადოქტორო საფეხურზე და დისერტაციაზე ვმუშაობ, ამასთან ერთად დასაქმებული ვარ რამოდენიმე ორგანიზაციაში.
დავით ომსარაშვილი
Caucasus University, Caucasus School of Law (PhD student)
Solidarity Network - იურისტი
გადავწყვიტე შემეცვალა სფერო რომელშიც ვმუშაობდი და მჭირდებოდა სპეციალური განათლება, რომელიც ერთი-მხრივ ჩემს კვალიფიკაციას აამაღლებდა, ხოლო მეორე მხრივ - მნიშვნელოვანი იქნებოდა დამსაქმებლისათვის.
გიორგისთან ერთად, შევარჩიეთ ის თუ რა უნდა მესწავლა და სად უნდა მესწავლა.
კურსების გავლის შემდეგ დავსაქმდი ჩემთვის საოცნებო პოზიციაზე სადაც დღემდე ვმუშაობ.
ალისა სმითი
Amazon.com Inc (Seattle ,USA)

რამოდენიმე კომპანია სადაც მუშაობენ ჩემი კლიენტები

უფასო საორიენტაციო შეხვედრა

განაცხადი

 Privacy Policy          Cookie Policy
Copyright © 2021 George G. Tumanishvili
გიორგი გ. თუმანიშვილი