professions

როგორ ავირჩიოთ პროფესია?

ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი მწერს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული რჩევის შესახებ. ამ ადამიანთა ასაკი არ შემოიფარგლება 15-17 წლის მოზარდებით და გადანაწილებულია 15-50 წლის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე. პირველად პროფესიის შესახებ ფიქრები ბავშვობაში უჩნდება ადამიანს და ეს ფიქრები სრულებით არ არის დაკავშირებული მაქსიმალური ფინანსური შემოსავლის მიღებასთან. ისინი უფრო იდეალური ხასიათის არის და მოიცავს იდენტობას კონკრეტული პირის, თუ პროფესიის შესახებ. ადამიანს სურს, რომ ამ კონკრეტულ პროფესიას ემსახუროს და იყოს იმ ჯგუფის წევრი, რომელიც ამ საქმიანობით არის დაკავებული. წაიკითხე მეტი
პირველადი წარმოდგენები დაკავშირებულია ოჯახთან, საინფორმაციო და კინო ინდუსტრიასთან, სადაც შემოთავაზებული იმიჯები ჩვენს ცნობიერსა და არაცნობიერში იდენტობის წარმოშობის და ამ იდენტობასთან ასოციაციის სურვილს იჩენს. ამ დროს ადამიანი რეალურად არც კი ფიქრობს, რატომ სურს ამ პროფესიის დაუფლება, ან რა გზა არის გასავლელი იმისათვის, რომ ამა თუ იმ სფეროში ჩამოყალიბდე პროფესიონალად და მიაღწიო წარმატებას. 

რომელი პროფესია ავირჩიო?

ბავშვობის ოცნებები მოდიფიცირდება და გარკვეულწილად იმ კითხვად ფორმირდება, რომელზეც პასუხი დროის წნეხით ვლინდება აბიტურიენტობის ჟამს. 14-16 წლის ასაკში მოზარდი აქტიურად იწყებს ფიქრს იმის შესახებ თუ რა პროფესიას დაეუფლოს, ვინაიდან ამ კითხვაზე პასუხი განაპირობებს იმას, თუ რა საგნების შესწავლაზე უნდა კონცენტრირდეს მოზარდი და რისთვის მოემზადოს. ასევე დღის წესრიგში ჩნდება უმაღლესი სასწავლებლის შერჩევის საკითხი და პრიორიტეტების დალაგება იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებიც ბაზარზე სთავაზობენ მომხმარებელს იმ პროფესიას, რომლის დაუფლებაც მას სურს. წაიკითხე მეტი
პროფესიის შერჩევა მიუხედავად ყოვლად სუბიექტური ფაქტორებისა, ხშირად სცდება ერთი კონკრეტული ადამიანის არჩევანს და ხშირად მოზარდის მაგივრად მისთვის პროფესიას არჩევენ მისი ოჯახის წევრები (მშობლები, დედმამიშვილები) ან ოჯახის ე.წ. ,,მეგობრები’’ რომლებმაც თითქოს უკეთ იციან რა იქნება ამ ადამიანისათვის კარგი, ან რა მოუტანს ამ ადამიანს წარმატებას – ბედნიერებას. ხშირად ჩვენ გვავიწყდება, რომ ყველაზე მთავარი ამ ცხოვრებაში არის ჰარმონიისა და ბედნიერების შეგრძნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონკრეტული საფუძვლების პერსონიფიცირებული დადგენა, რომლებიც კონკრეტულ ადამიანისათვის, სიამოვნების, ჰარმონიისა და ბედნიერების მომტანია.
different professions
green learning

პროფესია, ბედნიერება და ჰარმონია!

ერთი და იგივე პროფესია, საქმიანობა, სამუშაო პოზიცია, ერთი ადამიანისათვის შეიძლება ბედნიერების მომტანი იყოს, მეორესთვის აბსოლუტურად ნეიტრალური, ხოლო მესამესათვის დეპრესიის გამომწვევი. პროფესიის შერჩევისას ადამიანები ხშირ შემთხვევაში არ იკვლევენ კონკრეტული ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებებს, ფსიქო-სომატურ მდგომარეობას, ფსიქოტიპს, ინტერესების პირველად და მეორად წრეს, ბევრ ისეთ ფაქტორს, რომელთა უგულვებელყოფამაც შეიძლება შემდგომში მუდმივ სტრესში ყოფნა გამოიწვიოს. წაიკითხე მეტი
თანამედროვე მეცნიერებისათვის ცნობილია მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ინტერესისა და მიდრეკილებების შეფასებისათვის, ასევე იმ სავარაუდო პროფესიათა დადგენისათვის, რომლებმაც მაქსიმალური რეალიზება შეიძლება მოუტანონ ადამიანს. ზუსტად მაქსიმალური რეალიზება არის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, პროფესიის შერჩევისას. 

ყველაზე მთავარია - გააზრებული არჩევანი

ჩემთან ერთად, თქვენ შეძლებთ გაიგოთ და უპასუხოთ იმ კონკრეტულ კითხვებს, რომლებზე პასუხიც მოგცემთ პროფესიათა, დასაქმების სფეროების იმ ჩამონათვალს, სადაც კონკრეტულად თქვენი ფსიქოტიპის, ინტერესთა სფეროებისა და ნიჭის მაქსიმალურ რეალიზებას შეძლებთ. მსოფლიოს 10+ ქვეყნის უნივერსიტეტებში მუშაობის 20+ წლიანი გამოცდილებით მე გაგიზიარებთ კონკრეტული პროფესიის სპეციფიკას, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ და ასევე დაგეხმარებით უნივერსიტეტების შერჩევაში, რაც მორგებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ სურვილებს.

პროფესიის შერჩევისას უმთავრესია გააზრებული არჩევანის არსებობა. იმისათვის რომ არჩევანი გააზრებული იყოს, თქვენ უნდა იცოდეთ ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებთანაც დაკავშირებულია ეს არჩევანი.

where to go?
Personal Coaching

შემდგომი ნაბიჯები

თუ გსურთ, რომ პროფესია გააზრებულად შეარჩიოთ, იცოდეთ საკუთარი ინტერესების, ნიჭისა და უნარჩვევების მაქსიმალური რეალიზებისათვის საუკეთესო მიმართულებები და დღევანდელ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული შემოთავაზებები – შეგიძლიათ დღესვე დაჯავშნოთ უფასო საორიენტაციო შეხვედრა.
პირველი შეხვედრა საორიენტაციო ხასიათისაა და დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. ჩვენ გავცვლით ურთიერთ მოლოდინებს და დავსახავთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმას.
ერთად, ჩვენ შევძლებთ შევარჩიოთ ის პროფესია, რომელშიც რეალიზება მოგიტანთ ბედნიერებასა და ჰარმონიას!

უფასო

საორიენტაციო შეხვედრა

იმისათვის, რომ გავერკვეთ კონკრეტულ სიტუაციაში, გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა, დავგეგმოთ სამომავლო ურთიერთობისა და კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზები – გთავაზობთ უფასო საორიენტაციო შეხვედრას. გავიცნობთ ერთმანეთს პირადად და გავცვლით ურთიერთ-მოლოდინებს.

 Privacy Policy          Cookie Policy
Copyright © 2021 George G. Tumanishvili
გიორგი გ. თუმანიშვილი