Learning

რესურსების ხელმისაწვდომობა

თანამედროვე რეალობა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ სწავლისათვის აუცილებელი რესურსები არასდროს ყოფილა ისე ახლოს და ხელმისაწვდომი, როგორც ეს დღევანდელ დღეს არის. რეალურად, პრაქტიკულად ნებისმიერი რამის სწავლა არის შესაძლებელი სახლიდან გაუსვლელად. სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა პირველ რიგში დაკავშირებულია ინტერნეტთან, რომელმაც საშუალება მოგვცა გაგვეზიარებინა ნებისმიერი ელექტრონულად არსებული ინფორმაცია და წაშალა მანძილებისა და რესურსების მიმართ წვდომის ბარიერები. სასწავლო რესურსების დიგიტალიზაციამ გამოიწვია ასევე ის გარემოება, რომ უნივერსიტეტების დიდმა რაოდენობამ გახსნა და ასევე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა საკუთარი საგანმანათლებლო რესურსები.  წაიკითხე მეტი
იგივე გზა გაიზიარა მრავალმა ბიბლიოთეკამ. შესაბამისად დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, რომელშიც არის ინფორმაციის ოკეანე, და ეს ოკეანე დღითიდღე იზრდება. ინფორმაციის ასეთი ღიაობა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ის წარმოშობს ამ ინფორმაციის გამოყენების, ხარისხის, საჭიროების ფილტრაციის აუციელებლობას.  

რა ვისწავლოთ, რომელი რესურსი გამოვიყენოთ?

თავდაპირველად თქვენ უნდა განსაზღვროთ, თუ რისი სწავლა გსურთ და უპასუხოთ კითხვას თუ რატომ გსურთ ამის სწავლა, რისთვის გჭირდებათ? ამ სამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პასუხები განსაზღვრავს პრიორიტეტს, სიღრმეს, სამომავლო გამოყენებადობას და დაკავშირებულია ინფორმაციის ოკეანედან, კონკრეტული ინფორმაციის მოძიებასთან. მაგალითისათვის, თქვენ გსურთ გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა კონკრეტული პროფესიით, იმისათვის რომ მიიღოთ დაწინაურება სამსახურში – ეს კონკრეტული მიზანია, და ამ მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია წერტილოვანი მიდგომა, კონკრეტული სტრატეგიის განსაზღვრა, ბაზარზე არსებული რესურსების ჭკვიანური გამოყენება და საუკეთესო რესურსების შერჩევა, ისე, რომ ამ რესურსებმა თქვენ მოგცეთ ყველაზე უახლესი და ვალიდური ინფორმაცია, ასევე ექვემდებარებოდეს ხარისხის ვალიდაციას, და რაც მთავარია მნიშვნელოვანი იყოს თქვენი დამსაქმებლისათვის.
Professional Education
Career

ინდივიდუალურად მორგებული სტრატეგია!

იმის სანაცვლოდ, რომ უბრალოდ ინტერნეტში სხვადასხვა რესურსები გამოიყენოთ ქაოტურად, მე გთავაზობთ მიზნებიდან გამომდინარე კონკრეტული საგანმანათლებლო სტრატეგიის შემუშავებას და შემდგომ ამ მიზნის მიღწევისათვის აუცილებელი ნაბიჯების დაგეგმვას.
მე დაგეხმარებით სტრატეგიის შემუშავებაში. 10+ მეტ ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში 20+წლიანი გამოცდილებით გაგიზიარებთ ინფორმაციას კონკრეტულ სფეროებში საუკეთესო რესურსების შესახებ, რაც ერთი მხრივ დაგიზოგავთ დროს, ხოლო მეორე მხრივ განაპირობებს დროის უმოკლეს ვადაში, თქვენი მიზნებიდან გამომდინარე მაქსიმალურ შედეგს. 

შემდგომი ნაბიჯები

თუ იცით, რომ გჭირდებათ კონკრეტული განათლება, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა საგანამანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, სერთიფიცირებების გავლასთან და გაინტერესებთ სად და რატომ არის უკეთესი ამა თუ იმ კონკრეტული განათლების მიღება, მე გთავაზობთ დაჯავშნოთ უფასო საორიენტაციო შეხვედრა ჩემთან.

Online Coaching

უფასო

საორიენტაციო შეხვედრა

იმისათვის, რომ გავერკვეთ კონკრეტულ სიტუაციაში, გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა, დავგეგმოთ სამომავლო ურთიერთობისა და კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზები – გთავაზობთ უფასო საორიენტაციო შეხვედრას. გავიცნობთ ერთმანეთს პირადად და გავცვლით ურთიერთ-მოლოდინებს.

 Privacy Policy          Cookie Policy
Copyright © 2021 George G. Tumanishvili
გიორგი გ. თუმანიშვილი