გამოცდილება და განათლება
ვინ ვარ და რა გამოცდილება მაქვს?
განათლებისა და დროის მენეჯმენტის სფეროებში სწავლებისა და კვლევის, პრაქტიკული საქმიანობის 20+ წლიანი მუშაობის გამოცდილება მსოფლიოს 14 ქვეყანაში.
100 + კომპანიისა და 1000-ზე მეტი ადამიანის პირადი კონსულტირება პროფესიის შერჩევის, განათლების მიღების, კარიერული წინსვლისა და დროის მენეჯმენტის საკითხებზე.
სამუშაო გამოცდილება:
ამჟამად ვმუშაობ, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში – Oracle-ში (ჩეხეთის ფილიალი), პერფორმანსის ვერტიკალის ლიდერად, მაქვს გავლილი მრავალი – მაღალი დონის ტექნიკური სერტიფიკაცია, რომელიც საშუალებას მაძლევს, ვუხელმძღვანელო რთულ ტექნიკურ დავალებებს და ვმართო ესკალაციები. მანამდე ვმუშაობდი IBM-ში, სადაც საშუალება მქონდა შემემუშავებინა ფართო სპექტრის ტექნიკური გადაწყვეტილებები ბიზნესისათვის.
მრავალი წელია ვახორციელებ კერძო პირად და კორპორატიულ ქოუჩინგს. ქოუჩინგის ძირითადი მიმართულებები: განათლება, კარიერული წინსვლა და დაგეგმარება, დროის რეალური და ეფექტური მენეჯმენტი.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვხელმძღვანელობდი ბიზნეს პროექტებს მათი დაგეგმვიდან – შესრულების ბოლო ეტაპამდე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, როგორც პრაქტიკული ისე თეორიული და კვლევითი საქმიანობის ჩათვლით. პროფესორად მუშაობის 20+ წლიანი გამოცდილება უკავშირდება სამართლის, ბიზნესის, ფსიქოლოგიისა და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროების სინთეზს. 2006 წლიდან ვმუშაობ კავკასიის უნივერსიტეტში, პროფესორის თანამდებობაზე. 2010-2014 წლებში ვხელმძღვანელობდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლას და ვიყავი ამ სკოლის დეკანი.
დღევანდელ დღეს ვხელმძღვანელობ რამოდენიმე ორგანიზაციას, მათ შორის მომავლის სამართლის ლაბორატორიას და დროის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტს. მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა მრავალ – კორპორატიულ და კერძო კლიენტთან. ვუზრუნველყოფ მათ კვალიფიციური ქოუჩინგით – რაც მათი წარმატების საწინდარია, ვინაიდან ჩვენი საერთო შეხვედრებით კომპანიები და კერძო პირები ზოგავენ დროს და თანხებს ისე, რომ ღებულობენ საუკეთესო და რაც მთავარია – რეალურ შედეგს.
განათლება:
ცხოვრების განმავლობაში, მუდმივად ვსწავლობ. ამიტომ განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სხვადასხვა სფეროებზეა გადანაწილებული და მისი სრულად გადმოცემა შესაძლებელია იყოს მოსაწყენი. მხოლოდ ძირითადს ჩამოვთვლი, დამატებითი ინფორმაციის მოძიება ინტერნეტშია შესაძლებელი.
მაქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი და ვარ 100+პუბლიკაციის, მათ შორის 10+ წიგნის ავტორი (ვფლობ, მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხებს სამართალში და ფსიქოლოგიაში).
პროექტების მართვის, დროის მენეჯმენტის და ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებში ვფლობ ჰარვარდის, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ვაშინგტონისა და ბიზნეს მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტების ხარისხებს;
მოქმედი სერტიფიკაციები შემდეგ მიმართულებებში:
- Time, Performance and Goal Management;
- Team Management;
- Project management;
- Strategic Applications of IT Project & Program Management;
- Portfolio Management, Governance, & the PMO;
- Leadership and Management for PM Practitioners in IT;
- Strategy & Operations;
- Finance & Accounting;
- Marketing & Communications;
- International Business & Economics;
- Essential Management Skills;
- Human Resource Management;
- Project Management: Technical Projects;
- Agile for Project Managers;
- Agile Infrastructure;
- Agile Operations Fundamentals;
- Agile Program Fundamentals;
- Agile Testing; Agile Leadership and Strategy; Agile Product Ownership;
- Agile Team Coaching
- PM54G – Project Management | PM36G – WWPMM | ITIL Foundation
ტექნიკური ცოდნის თვალსაზრისით:
Professional Certification in IT Project Management from the University of Washington;
- IT (Oracle Cloud Infrastructure – OCI, HTML, CSS, XML, SQL, JavaScript, Python, ITIL);
- Project Management and Leadership (PM, PM54G, PM36G, Agile/Scrum/Kanban);
- Data Science (Data Mining, Deep Learning, Hadoop, Machine Learning);
2021 წელს მიღებული Oracle ოფიციალური სერტიფიკაციები:
- Oracle Cloud Infrastructure Architect Professional;
- Oracle Cloud Infrastructure Developer 2020 Certified Associate;
- Oracle Cloud Infrastructure 2020 Certified Cloud Operations Associate;
- Oracle Cloud Infrastructure Foundations 2020 Certified Associate
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია LinkedIn პროფილზე.
ძირითადი ცხოვრებისეული გაკვეთილი:
მთავარია გაიაზრო თუ რა გსურს და რატომ გსურს!
- გაიაზროთ თუ რა გსურთ;
- გაიაზროთ რატომ გსურთ ის რაც გსურთ;
- სწორად დასახოთ მოლოდინები და ალტერნატივები;
- შეიმუშავოთ სურვილის/მიზნის მიღწევის უმოკლესი გზა;
- ეფექტურად მოიძიოთ ინფორმაცია:
- სწრაფად და კრიტიკულად გაანალიზოთ ინფორმაციის დიდი მასივი.
- სწორი/წარმატებული არჩევანის გაკეთების ტექნიკას.
ჩემი განათლება და გამოცდილება თქვენ დაგიზოგავთ დროს, რომელიც შესაძლებელია დახარჯოთ იმ გზების გაკვალვისათვის, რომლებიც სხვადასხვა ადამიანებმა უკვე გაკვალეს, ხოლო მეცნიერებას აქვს პასუხი, თუ როგორ არის შესაძლებელი დროის უმოკლეს მონაკვეთში კონკრეტული გადაწყვეტილებების ჯაჭვის შექმნით იმ მიზნის მიღწევა, რომელიც თქვენთვის შესაძლოა აუსრულებელ ოცნებათა სამყაროში რჩებოდეს კიდევ დიდხანს.
მე გაჩვენებთ გზებს, როგორ იმოძრაოთ სწრაფად და ეფექტურად მიზნების დასახვისა და შესრულების გზაზე. რაც მთავარია თქვენ ისწავლით ფოკუსირების უნიკალურ ტექნიკას, რაც თქვენი წარმატებული მომავლის საწინდარია.
გამოცდილება:
უფასო
საორიენტაციო შეხვედრა
Privacy Policy – Cookie Policy
Copyright © 2024 George G. Tumanishvili
გიორგი გ. თუმანიშვილი