რას ნიშნავს დროის მენეჯმენტი?
როგორ დავიწყოთ?
ჩემთან ერთად თქვენ გაივლით გზას, რომელიც ეფუძნება მეცნიერებას და დაეუფლებით მეთოდებს, რომლებიც რეალურად მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გეცოდინებათ, კონკრეტულად რა და როგორ უნდა შეცვალოთ იმისათვის, რომ უკეთ, უფრო ეფექტურად მართოთ საკუთარი დრო და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიაღწიოთ სასურველს – გაზარდოთ პროდუქტიულობა.
მთავარია ასევე უპასუხოთ კითხვას რა გსურთ და რატომ გსურთ? რა მოხდება როდესაც ამ სურვილს აისრულებთ და რა მოხდება თუ მას არ აისრულებთ. იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს დროის მართვა, აუცილებელია, რომ იგი ფიზიკურად (ფსიქო-სომატურად) ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში იყოს. წაიკითხე მეტინაკლები
როგორია დროის მართვის საფუძვლები?
ფსიქო-სომატური მდგომარეობის ცვლადს ვერ ავუვლით გვერდს, ამიტომ აუცილებელია იმ ჭკვიანური ჩვევების შექმნა, რომლებიც ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდება და უზრუნველყოფს რაც შეიძლება ხშირად საუკეთესო ფორმაში ყოფნას. ამისათვის აუცილებელია, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყოველდღიურად განვდევნოთ ის ტოქსინები, რომლებსაც ადამიანის სხეული გამოიმუშავებს, და ასევე დავტვირთოთ ორგანიზმი ფიზიკური დატვირთვით, რომელიც გაზრდის ორგანიზმის მდგრადობას და გააუმჯობესებს გამძლეობას, ხოლო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კომფორტული და მაქსიმალურად პროდუქტიული ფორმის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების დაბალანსებულ მდგომარეობაში ქონა, რაც გვევლინება ნორადრენალინის, დოფამინისა და სეროტონინის კომფორტულ დონეებში. წაიკითხე მეტინაკლები
ჭკვიანური რუტინა და კონცენტრაციის ხელოვნება
როდესაც ისწავლით თუ როგორ შექმნათ, ინდივიდუალური ჭკვიანური რუტინა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე ოპტიმალურ ფსიქო-სომატურ მდგომარეობას, თქვენ შეძლებთ დროის მართვის მეორე საფეხურზე გადახვიდეთ, რაც გულისხმობს 24 საათის სეგმენტებად დაყოფას და თითოეული სეგმენტისათვის კონკრეტული მნიშვნელობის მინიჭებას.
დროის მართვის ხელოვნებაში ყველაზე დიდი ადგილი უკავია კონცენტრაციის ტექნიკას. ერთი შეხედვით ეს მარტივი ჩანს, მაგრამ მისი ეფექტური განხორციელება ბევრ ისეთ ნიუანსს მოიცავს, რომელიც აუცილებელია ჯერ გავიგოთ, ხოლო შემდეგ გავითავისოთ. თანამედროვე სამუშაო რიტმი ხშირ შემთხვევაში ე.წ. მულტიტასკინგს (რამოდენიმე კონკრეტული მოქმედების ერთდორულად ან ურთიერთმონაცვლეობით შესრულებას) მოიცავს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ მულტიტასკინგის გარკვეული ზღვრული დონე, ამცირებს რეალურ პროდუქტიულობას. წაიკითხე მეტინაკლები
ინდივიდუალური რუტინა და მეთოდები რომლებიც იმუშავებს პირადად თქვენთვის!
თუ გსურს გაიგო მეტი, ასევე დაეუფლო იმ ტექნიკებს, რომლებიც მეცნიერებას ეფუძნება და ისწავლო რეალურად, ეფექტურად როგორ მართო დრო ისე, რომ თან დაისვენო, თან კონცენტრირებული იყო, თან მოასწრო ის რაც ჩაფიქრებული გაქვს, თან ბედნიერი და ენერგიული იყო – დაჯავშნე შეხვედრა.
საორიენტაციო შეხვედრა უფასოა და ჩვენ დაახლოებით 15 წუთის ფარგლებში გავისაუბრებთ. შევაჯერებთ და გავცვლით ურთიერთ მოლოდინებს და დავსახავთ მომავალი ურთიერთობის სტრატეგიას. მეთოდები, რომლებსაც მე ვიყენებ ეფუძნება მეცნიერებაში არსებულ უახლოეს მიღწევებს, გამოცდილია პირადად ჩემ მიერ და იმ ასობით ადამიანის მიერ, ვისთანაც ვთანამშრომლობ.
დღეს შენ გაქვს შესაძლებლობა დაუახლოვდე იმ ოცნებების ასრულებას, რომელთათვის უბრალოდ დრო არ გყოფნის. არ გადადო და დაჯავშნე საორიენტაციო შეხვედრა.
ერთად ჩვენ შევძლებთ იმაზე მეტს, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო.
უფასო
საორიენტაციო შეხვედრა
Privacy Policy – Cookie Policy
Copyright © 2024 George G. Tumanishvili
გიორგი გ. თუმანიშვილი