ხშირად დასმული შეკითხვები

ქოუჩინგი

ქოუჩინგი არის პარტნიორობის პროცესი, კონსალტინგის ან ტრენინგის ფორმა, რომლის ფარგლებშიც ადამიანი წოდებული „ქოუჩად“ ეხმარება კლიენტს გარკვეული ცხოვრებისეული თუ პროფესიული მიზნის მიღწევაში. ქოუჩინგი ხელს უწყობს და ასტიმულირებს კლიენტის კრეატიულობასა და ფიქრს. ქოუჩინგის პროცესის განმავლობაში კლიენტი ქოუჩის დახმარებით მაქსიმალურად ხსნის თავის პირად და პროფესიულ პოტენციალს რაც მას ეხმარება საკუთარი სურვილების გააზრებასა და მიზნების მიღწევაში.

  • ინდივიდუალური და ამავდროულად სისტემური მოდგომა;
  • შედეგებზე ორიენტაცია;
  • კლიენტზე კონცენტრაცია;
  • პრაგმატიზმი.

ქოუჩი მენტორისაგან განსხვავებით ფოკუსირებულია მკაფიოდ გამოკვეთილ მიზნებზე და არა ზოგადი უნარების განვითარებაზე.

  • პერსონალური ქოუჩი – მოიცავს მიზნების ფართო სპექტრს. კლიენტსა და ქოუჩს შორის ურთიერთობა მიმართულია კლიენტის კონკრეტული მიზნების მიღწევისათვის აუციელებელი ნაბიჯების განსაზღვრაში და ამ მიზნის მიღწევის ხელშეწყობაში.
  • ბიზნეს ქოუჩინგი – ბიზნესის კონტექსტში ხდება საჭირო მიზნების დასახვა და პრიორიტეტების განსაზღვრა, პროფესიონალური მიღწევების და ბიზნესთნ დაკავშირებული პირადი მიზნების განხორციელება. მიზანი, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ბიზნეს მაჩვენებლის გაუმჯობესება, ასევე თანამშრომლების კარიერული ზრდა.
  • კორპორაციული ქოუჩინგი – ფართო კომპლექსური ქოუჩინგი კომპანიის შიგნით, როგორც ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ ჭრილებში, რაც გულისხმობს პროდუქტიულობის ზრდას, დროის მენეჯმენტს და საერთო ჯამში ემსახურება კომპანიის ზრდას, როგორც დასაქმებულთა ცოდნისა და კარიერული ზრდის თვალსაზრისით, ისე კომპანიის მიერ უშუალო შემოსავლის ზრდით.

ქოუჩის ყოლა რეალურად ეხმარება ადამიანს საკუთარი შესაძლებელობების აღმოჩენასა და მიზნის მიღწევისადმი მათ მიმართვაში. ქოუჩთან ერთად ადამიანი სწავლობს მიზნის მიღწევის ინდივიდუალურ ხერხებს და პრაქტიკაში ახორციელებს მათ. 

საორიენტაციო შეხვედრის დროს კლიენტი და ქოუჩი ცვლიან ურთიერთმოლოდინებს, ასევე ქოუჩი აცნობს მუშაობის სპეციფიკას ხოლო კლიენტი უზიარებს იმ სასურველ შედეგებს, რომელთა მიღწევაც სურს ქოუჩინგით.

ქოუჩს შესაძლოა სხვადასხვა ორგანიზაციათა აკრედიტაცია ჰქონდეს, როგორიც არის ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია ან ლოკალური ასოციაციები. გიორგი თუმანიშვილი არის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქოუჩი, 20+ წლიანი გამოცდილებით მსოფლიოს წამყვან კომპანიებსა და უნივერსიტეტებში. იგი დისტანციურად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ კლიენტებთან.

ქოუჩინგის საფასური ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ამოცანებზე და იმ დროზე, რომელიც საჭიროა ამ ამოცანების გადაჭრისათვის და მიზნების მიღწევისათვის. ქოუჩინგის ღირებულება შეისაძლებელია იყოს როგორც საათობრივი, ასევე ხანგრძლივი სესიებისათვის (მთლიანი მოცულობით) განსაზღვრული. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქოუჩი გიორგი თუმანიშვილი გთავაზობთ უფასო საორიენტაციო შეხვედრას.

დროის მენეჯმენტი

დროის მენეჯმენტი არის რეალურად მოქმედი უნარჩვევების ნაკრები, რომელთა ერთობლივი გამოყენება გვაძლევს საშუალებას დროის უმცირეს მონაკვეთში მიღწეულ იქნას მაქსიმალური შედეგი

  1. გაიაზრო თუ რისი მიღწევა გსურს, რატომ გსურს და დროის რა მონაკვეთში უნდა იქნას მიზანი მიღწეული;
  2. შეადგინო ჭკვიანი, ჯანსაღი ყოველდღიური რუტინა, რომელიც დაგეხმარება იყო საუკეთესო ფიზიკურ და ფსიქიკურ ფორმაში;
  3. დაგეგმო სულ მცირე 3 შეხვედრა პროფესიონალ ქოუჩთან, რომელიც დაგეხმარება ინდივიდუალური, შენზე მორგებული ეფექტური გეგმის შედგენაში და გაგიზიარებს რეალურად მოქმედ ტექნიკებს.

დროის მენეჯმენტის მრავალი სტრატეგია არსებობს. ასევე სხვადასხვაგვარია მათი პრიორიტეტული გადანაწილება. საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქოუჩის – გიორგი თუმანიშვილის მიხედვით ძირითად სტრატეგიებს მიეკუთვნება:

  • საუკეთესო ფიზიკური და ფსიქიკური ფორმისათვის აუცილებელი ყოველდღიური რუტინა;
  • მიზნის გააზრება;
  • ქვემიზნების გააზრება;
  • ქვემიზნებისათვის ამოცანების გააზრება;
  • ამოცანებისათვის სწორი პრიორიტეტების მინიჭება;
  • ყურადღების მართვა და კონცენტრირება;
  • ყურადღების გადამტანი ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანა;
  1. რა მიზანი მაქვს?
  2. რატომ მაქვს ეს მიზანი?
  3. რა მოხდება მაშინ, როდესაც ამ მიზანს მივაღწევ?
  4. რა მოხდება მაშინ თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევ?
  5. როგორ მეხმარება ის რასაც ამ წამს ვაკეთებ ჩემი მიზნ(ებ)ის მიღწევაში?

პროფესიის არჩევა

პროფესია არის სპეციფიკური ცოდნის, უნარებისა და ჩვევების ერთობლიობა, რომელთა ფლობაც აუცილებელია კონრეტული საქმიანობის განსახორციელებლად. ხშირ შემთხვევაში ეს არის ძირითადი შრომითი საქმიანობა, რომელსაც ადამიანი ახორციელებს.

  • დაფიქრდე და გაიაზრო, რისი კეთება განიჭებს ბედნიერებას;
  • დაფიქრდე გსურს თუ არა რომელიმე კონკრეტული საქმე აკეთო ყოველდღიურად რამოდენიმე საათის განმავლობაში და თუ გსურს, რა არის ეს საქმე და რა დრო გინდა რომ დაუთმო მის კეთებას?
  • დაგეგმო სულ მცირე 3 შეხვედრა პროფესიონალ ქოუჩთან, რომელიც გაგიზიარებს პროფესიათა სპეციფიკას, განათლების მიღების საუკეთესო გზებს და დასაქმების პერსპექტივებს, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. დაგეხმარება და შეიმუშავებს ინდივიდუალურ, შენზე მორგებული ეფექტური გეგმას, თუ როგორ გახდე იმ საქმის პროფესიონალი, რომლის კეთებაც გსურს და როგორ აირჩიო პროფესია, რომელიც მოგიტანს ჰარმონიას, ბედნიერებას და კონკურენტულ შემოსავალს.

პროფესიის არჩევისათვის აუცილებელია:

  • დაგეგმო სულ მცირე 3 შეხვედრა პროფესიონალ ქოუჩთან, რომელიც მუშაობს პროფესიის შერჩევის კონსულტირებაზე და რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება;
  • გაიაზრო თუ რისი კეთება მოგწონს და რატომ მოგწონს;
  • მოიძიო ინფორმაცია პროფესიების შესახებ და შეადარო პროფესიები ერთმანეთს;
  • მოიძიო ინფორმაცია თუ რა სპეციალობებით დასაქმების შესაძლებლობას იძლევა ესა თუ ის პროფესია;
  • მოიძიო ინფორმაცია თუ რა აუცილებელი ცოდნა და უნარჩვევებია აუცილებელი პროფესიის დაუფლებისათვის;
  • გაიგო დასაქმების რეალური შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში.

უნივერსიტეტის შერჩევის საკითხი დამოკიდებულია შემდეგზე:

  • რომელ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება და რატომ?
  • რა ცოდნისა და უნარჩვევების დაუფლებას გეგმავთ და რა დროში?
  • რა არის განათლების მიღებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი?
  • სწავლისას რა დამატებითი ბენეფიტების მიღება გსურთ უნივერსიტეტისგან?

მოთხოვნადი პროფესიები იცვლება დროსთან ერთად, ვინაიდან მოთხოვნა თვითონ დინამიური ბუნების არის, ასევე გარკვეულწილად დამოკიდებულია ქვეყნის სპეციფიკაზე.

მსოფლიში 2021 წლისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს განეკუთვნება:

  • კომპიუტერული ინჟინერია და პროგრამული დეველოპმენტი;
  • ელექტრონული ინჟინერია;
  • მექანიკური ინჟინერია;
  • საექიმო პროფესიები;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • პროექტების, IT და სოციალური მენეჯმენტი.

დამატებითი განათლება და კარიერული ზრდა

აუცილებელია განისაზღროს კონკრეტული მიზანი, თუ რა გსურთ მიიღოთ ტრენინგისგან. რა ტიპის ცოდნა გესაჭიროებათ და კონკრეტულად რომელი უნარჩვევები გსურთ რომ შეიძინოთ ან გაიღრმავოთ. გიორგი თუმანიშვილი გთავაზობთ ინდივიდუალური გეგმის შედგენას, ასევე ტრენინგების განმახორციელებელ ორგანიზაციათა / პროვაიდერების შედარებით ანალიზს. პროფესიონალ ქოუჩთან ერთად შეარჩევთ საუკეთესო პროგრამას დაზოგავთ ფულს და შეიძენთ კონკურენტუნარიან განათლებას და უნარჩვევებს.

კურსები კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს.
აუცილებელია განისაზღვროს, განათლების მიღების ძირითადი მიზანია ცოდნა და უნარჩვევები; კონკრეტული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი თუ ორივე ერთად? ასევე უკვე არსებული ან სამომავლო დამსაქმებლის სპეციფიკა.

კარიერული ზრდა ადამიანის პიროვნული განვითარების შემადგენელი ნაწილია. მთავარია ანსაზღვროთ პირადად თქვენთვის რას ნიშნავს კარიერული ზრდა? მოიაზრებთ მხოლოდ ვერტიკალურ ზრდას თუ ჰორიზონტალურსაც? პროფესიონალი ქოუჩი დაგეხმარებათ საუკეთესო, ეფექტური სტრატეგიის შედგენაში, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს თქვენი პოტენციალის რეალიზებას.

მთავარია განისაზღვროს კონრეტული მიზანი, თუ რა გსურთ მიიღოთ ონლაინ კურსისგან?
პროფესიონალი ქოუჩი გიორგი თუმანიშვილი, განათლების სექტორში 20+ წლიანი გამოცდილებით დაგეხმარებათ შეარჩიოთ ინდივიდუალური მიზნებიდან გამომდინარე ყველაზე ეფექტური კურსები. დაჯავშნეთ საორიენტაციო შეხვედრა უფასოდ.

განსაზღვრე რა არის კარიერული ზრდა შენთვის;
დაჯავშნე პროფესიონალ ქოუჩთან საორიენტაციო შეხვედრა;
ნაბიჯ-ნაბიჯ მიყევი ქოუჩთან შეთანხმებულ სტრატეგიას.

უფასო

საორიენტაციო შეხვედრა

იმისათვის, რომ გავერკვეთ კონკრეტულ სიტუაციაში, გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა, დავგეგმოთ სამომავლო ურთიერთობისა და კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზები – გთავაზობთ უფასო საორიენტაციო შეხვედრას. გავიცნობთ ერთმანეთს პირადად და გავცვლით ურთიერთ-მოლოდინებს.

 Privacy Policy          Cookie Policy
Copyright © 2024 George G. Tumanishvili
გიორგი გ. თუმანიშვილი