time management

რას ნიშნავს დროის მენეჯმენტი?

დროის მენეჯმენტი საკმაოდ ფართო ცნებაა და ზოგადად მოიცავს დროის მართვას. თითოეულ ჩვენთაგანს თანაბრად გვაქვს დრო, რაც გულისხმობს დღე-ღამეში 24 საათს. დღევანდელ დღეს ინტერნეტში თქვენ ძალიან ბევრ სხვადასხვა რესურსს წააწყდებით, სადაც საუბარია დროის მართვაზე. ასევე ბევრია ტრენინგები, აუდიო-ვიზუალური მასალა და თქვენ ნახავთ მრავალ ადამიანს, რომლებიც გვთავაზობენ ტრენინგებსა და ქოუჩინგს. რესურსთა უმრავლესობა ზედაპირულად ეხება იმ რეალურ მიზეზებს, რომლებთანაც დაკავშირებულია დროის მართვის შესაძლებლობა და უნარი.

როგორ დავიწყოთ?

ჩემთან ერთად თქვენ გაივლით გზას, რომელიც ეფუძნება მეცნიერებას და დაეუფლებით მეთოდებს, რომლებიც რეალურად მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გეცოდინებათ, კონკრეტულად რა და როგორ უნდა შეცვალოთ იმისათვის, რომ უკეთ, უფრო ეფექტურად მართოთ საკუთარი დრო და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიაღწიოთ სასურველს – გაზარდოთ პროდუქტიულობა.
მთავარია ასევე უპასუხოთ კითხვას რა გსურთ და რატომ გსურთ? რა მოხდება როდესაც ამ სურვილს აისრულებთ და რა მოხდება თუ მას არ აისრულებთ. იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს დროის მართვა, აუცილებელია, რომ იგი ფიზიკურად (ფსიქო-სომატურად) ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში იყოს. წაიკითხე მეტი

თუ ეს წინაპირობა არ არის დაცული, ან ნაწილობრივ დაცულია, ფსიქო-ფიზიკური ენერგიის დიდი ნაწილი ყოველდღიურად დაიხარჯება იმ დანაკლისების შესავსებად, რომლებსაც მოითხოვს ფსიქო-სომატური მდგომარეობის შენარჩუნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები რესურსი იქნება დარჩენილი დროის მართვაზე და მართვის ხარისხი იქნება შემცირებული.

goals
harmony

როგორია დროის მართვის საფუძვლები?

ფსიქო-სომატური მდგომარეობის ცვლადს ვერ ავუვლით გვერდს, ამიტომ აუცილებელია იმ ჭკვიანური ჩვევების შექმნა, რომლებიც ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდება და უზრუნველყოფს რაც შეიძლება ხშირად საუკეთესო ფორმაში ყოფნას. ამისათვის აუცილებელია, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყოველდღიურად განვდევნოთ ის ტოქსინები, რომლებსაც ადამიანის სხეული გამოიმუშავებს, და ასევე დავტვირთოთ ორგანიზმი ფიზიკური დატვირთვით, რომელიც გაზრდის ორგანიზმის მდგრადობას და გააუმჯობესებს გამძლეობას, ხოლო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კომფორტული და მაქსიმალურად პროდუქტიული ფორმის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ნეიროტრანსმიტერების დაბალანსებულ მდგომარეობაში ქონა, რაც გვევლინება ნორადრენალინის, დოფამინისა და სეროტონინის კომფორტულ დონეებში. წაიკითხე მეტი

შესაბამისად ჩვენი ურთიერთობის პირველი ნაწილი დაეთმობა ჭკვიანური ყოველდღიური რუტინის შექმნისათვის აუცილებელი ინდივიდუალური ნაბიჯების შემუშავებას, განხორციელების დაგეგმვას და უშუალოდ განხორციელებას.

ჭკვიანური რუტინა და კონცენტრაციის ხელოვნება

როდესაც ისწავლით თუ როგორ შექმნათ, ინდივიდუალური ჭკვიანური რუტინა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე ოპტიმალურ ფსიქო-სომატურ მდგომარეობას, თქვენ შეძლებთ დროის მართვის მეორე საფეხურზე გადახვიდეთ, რაც გულისხმობს 24 საათის სეგმენტებად დაყოფას და თითოეული სეგმენტისათვის კონკრეტული მნიშვნელობის მინიჭებას.

დროის მართვის ხელოვნებაში ყველაზე დიდი ადგილი უკავია კონცენტრაციის ტექნიკას. ერთი შეხედვით ეს მარტივი ჩანს, მაგრამ მისი ეფექტური განხორციელება ბევრ ისეთ ნიუანსს მოიცავს, რომელიც აუცილებელია ჯერ გავიგოთ, ხოლო შემდეგ გავითავისოთ. თანამედროვე სამუშაო რიტმი ხშირ შემთხვევაში ე.წ. მულტიტასკინგს (რამოდენიმე კონკრეტული მოქმედების ერთდორულად ან ურთიერთმონაცვლეობით შესრულებას) მოიცავს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ მულტიტასკინგის გარკვეული ზღვრული დონე, ამცირებს რეალურ პროდუქტიულობას. წაიკითხე მეტი

ნამდვილი, მაქსიმალური კონცენტრირება გულისხმობს, დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ფსიქო-სომატური ენერგიის მაქსიმალურ კონცენტრირებას ამ კონკრეტული ამოცანის შესრულებაზე, რაც ნიშნავს, რომ ამ დროს ადამიანი არ ერთვება, რომელიმე სხვა ამოცანის შესრულებაზე აზრობრივად და მოქმედებით. ჩინური ანდაზა ამბობს: როდესაც სვამ ჩაის – მიირთვი ჩაი. ეს ანდაზა ღრმა აზრს მოიცავს, რადგან გულისხმობს ერთი კონკრეტულ მოქმედების დროს ამ მოქმედების არსის, თვით მოქმედების შესრულებას – მაქსიმალურ კონცენტრაციას.

concentration
working routine

ინდივიდუალური რუტინა და მეთოდები რომლებიც იმუშავებს პირადად თქვენთვის!

თუ გსურს გაიგო მეტი, ასევე დაეუფლო იმ ტექნიკებს, რომლებიც მეცნიერებას ეფუძნება და ისწავლო რეალურად, ეფექტურად როგორ მართო დრო ისე, რომ თან დაისვენო, თან კონცენტრირებული იყო, თან მოასწრო ის რაც ჩაფიქრებული გაქვს, თან ბედნიერი და ენერგიული იყო – დაჯავშნე შეხვედრა.

საორიენტაციო შეხვედრა უფასოა და ჩვენ დაახლოებით 15 წუთის ფარგლებში გავისაუბრებთ. შევაჯერებთ და გავცვლით ურთიერთ მოლოდინებს და დავსახავთ მომავალი ურთიერთობის სტრატეგიას. მეთოდები, რომლებსაც მე ვიყენებ ეფუძნება მეცნიერებაში არსებულ უახლოეს მიღწევებს, გამოცდილია პირადად ჩემ მიერ და იმ ასობით ადამიანის მიერ, ვისთანაც ვთანამშრომლობ.

დღეს შენ გაქვს შესაძლებლობა დაუახლოვდე იმ ოცნებების ასრულებას, რომელთათვის უბრალოდ დრო არ გყოფნის. არ გადადო და დაჯავშნე საორიენტაციო შეხვედრა.
ერთად ჩვენ შევძლებთ იმაზე მეტს, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო.

უფასო

საორიენტაციო შეხვედრა

იმისათვის, რომ გავერკვეთ კონკრეტულ სიტუაციაში, გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა, დავგეგმოთ სამომავლო ურთიერთობისა და კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზები – გთავაზობთ უფასო საორიენტაციო შეხვედრას. გავიცნობთ ერთმანეთს პირადად და გავცვლით ურთიერთ-მოლოდინებს.

 Privacy Policy          Cookie Policy
Copyright © 2024 George G. Tumanishvili
გიორგი გ. თუმანიშვილი